ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში 21-ე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-მა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა.
„ასევე მოხარული ვარ დღეს 6 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი ვალდებულების შესახებ გამოვაცხადო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის დამატებითი დახმარება ამერიკული თავდაცვითი მრეწველობისგან შევიძინოთ.
ამგვარად, განცხადებები, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში გაკეთდა, ხაზს უსვამენ უკრაინისთვის თავდაცვის საქმისადმი აშშ-ის ურყევ ერთგულებას”, - განაცხადა ოსტინმა.
მან აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც დღეისთვის არის გამოცხადებული.
ოსტინმა დააკონკრეტა, რომ მასში შევა Patriot და NASAMS სისტემებისთვის რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, და საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო საბრძოლო მასალის “მნიშვნელოვანი რაოდენობა”.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.