Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - ჩვენ, ქართველებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, ევროპარლამენტარებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენთვის, არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია


"რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში და როგორც აღნიშნავენრეზოლუცია ერთმნიშვნელოვნად მწვავეა.  ეს დღეს “ქართული ოცნების” პირობებში ძალიან რთულიკომპლექსური საკითხია.  ეს არის “ოცნების” ხელისუფლების ჩვეულებრივი უსუსურობარომელიც, ან ვერ აკეთებს, ან შეიძლება არაფერს აკეთებსრომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოს მიმართ არ იყოს ინიცირებული, რასაც შემდგომ ძალიან კარგად პიარულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებსმეც მიმუშავია და მსგავსი რეზოლუციები ხშირად ყოფილა ინიცირებული,  მაგრამ საგარეო უწყების მუშაობის შედეგად ეს ყველაფერი ნორმალურ დიპლომატიურ ფორმებში გადასულაეს აზიანებს ქვეყანას და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელიაროდესაც ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს ეხებაროგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. მესმის, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ლეგიტიმური უფლება ქართველი ხალხის ეს მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოსმაგრამ საბოლოო ჯამში მინდა გითხრათრომ რეზოლუცია არის ძალიან მძიმე საქართველოსთვისროგორც ხელისუფლებისთვისმაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ეს რეზოლუცია.  "ოცნება" იყენებს მსგავს რეზოლუციებს თავისი პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე. საქართველოს ევროინტეგრაცია, ვერც მიშა სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე  ვერ გაივლის, რადგან  ეს არის ქართველი ხახლის მიზანი და განსაკუთრებით მაშინროდესაც ჩვენ არჩევნებამდე გვაქვს დარჩენილი ექვსი თვე. მეგობრებო, მოგვეხმარეთ იმაშირომ არჩევნები იყოს სამართლიანიკონკურენტული და დემოკრატიული. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი მიზანივინმეს თუ ეგონა, ან ჰგონიარომ დარჩენილ შვიდ თვეში, ან ექვს თვეში ცხრა პუნქტიან გეგმას ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება შეასრულებდარა თქმა უნდა, ეს ილუზია იყო. ვფიქრობრომ - ჩვენ, ქართველებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, ევროპარლამენტარებს უნდა ვუთხრათ -  ჩვენთვის არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია"

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...