Jump to content
Planeta.Ge

კვირას, 28 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დაანონსდა


დღეს გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო ორგანიზაციებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია დააანონსეს, სადაც მათ აღნიშნეს, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას შეაჩერებენ.

„მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა”, – აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით აცხადებენ, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ხელმომწერი ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; აცხადებენ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში.

 

პუბლიკა

publika.ge--1-3.png

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...