Jump to content
Planeta.Ge

"გახარია საქართველოსთვის" - დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია


პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:

 

"ქოცების" და "ნაცების" კოალიციამ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას გუნდის წევრი, გადააყენეს.

დღეს, რუსთავის საკრებულოში, „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ღია გარიგების და თანამშრომლობის შედეგად, იმპიცმენტის გზით, თანამდებობიდან გადააყენეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია.

აღნიშნული ფაქტი, რუსთავის საკრებულოს შენობასთან გააპროტესტეს პარტია „გახარია საქართველოსთვის წევრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და მხარდამჭერებმა.

პროტესტის მსვლელობისას, „ქართულმა ოცნებამ“ პროვოკაციებს მიმართა, იყო დაპირისპირების მცდელობები. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ექვსამდე თანამშრომელმა, დაინახა რა რომ სიტუაცია დაძაბული იყო, ნაცვლად ვითარების განმუხტვისა და დაპირისპირებული მხარეების ერმანეთისგან განრიდებისა, საკრებულოს უკანა კარიდან გაიქცნენ.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია. ", - ნათქვამია განცხადებაში. 

b6005c18-5390-4e7c-9075-9a360f812184.jpg

2c373c49-2b57-4cfa-bf68-27ae4baaf695.jpg

147376b3-d431-4661-b6b0-8c745938c226.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...