Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა!


გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ რუსთავში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც რუსთავის მერი საუბრობდა თითქოს, ოპოზიციური საკრებულოს მხრიდან მისი საქმიანობის საბოტაჟი მიმდინარეობდა, აბსურდი და სიცრუეა.

„უპრეცედენტო სხდომა იყო დღეს, როდესაც პირველად, ღიად, „ოცნების“ წარმომადგენლებმა და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა ერთობლივად გადაირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მოცემულ სიტუაციაში, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან ბოლომდე საკრებულოო გადააბარა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის ღია თანამშრომლობა, რომელიც უკვე ფარული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის. 26 ოქტომბერს ამ ორ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხი გასცემს საკუთარ პასუხს, რომელსაც ორივეს ერთად ოპოზიციაში გაისტუმრებს,“ - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.
ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...