რუსეთში სერგეი შოიგუს მოადგილე დააკავეს
რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა სხვა დეტალებს არ ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ივანოვის დაკავების შესახებ შეატყობინეს, ხოლო რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაკავების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.
ტიმურ ივანოვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2016 წლიდან უკავია. აქამდე ის კომპანია “ობორონსტროის” ხელმძღვანელობდა, რომელიც თავდაცვის უწყებას ექვემდებარება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.