Jump to content
Planeta.Ge

ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - კვლავ ვთვლით, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემური და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან


მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

პატელმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროტესტზეც და აღნიშნა, რომ მოწოდებად რჩება, პროტესტი იყოს მშვიდობიანი.

“რაც შეეხება [საქართველოში] პროტესტებს, ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ იმას, რაც შეერთებულ შტატებში პირველი შესწორების ფარგლებში ხალხის მშვიდობიანი პროტესტითა და დემონსტრაციით გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა. ჩვენს მოწოდებად ისევ რჩება, რომ ეს მშვიდობიანი იყოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავგმობთ ნებისმიერ ნაბიჯებს, რომლებიც ამ სახის პროტესტებს უბიძგებს ძალადობრივი გახდეს.

მაგრამ ეს საბოლოო ჯამში კანონპროექტამდე მიდის, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა ვსაუბრობთ. კვლავ ვთვლით, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან. უნდა გახსოვდეთ, რომ იმაზე ვსაუბრობთ, რაც ზეწოლას ახდენს მედია ორგანიზაციებზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე და სხვა”, - განაცხადა პატელმა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...