გიორგი გახარია - დავიცვათ ქვეყანა, პირველ რიგში რუსული კანონისგან და დავიცვათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან
"დღეს ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა. ეს არის ოცნება, რომელიც ცდილობს, თავს მოახვიოს საქართველოს მოქალაქეებს ეს გაუგებარი რუსული კანონი და მეორე მხარეს, რადიკალური ოპოზიციის ის ფრთა, რომელიც შეიძლება შეეცადოს, რომ ეს სწორ ფასეულობებზე დაფუძნებული საპროტესტო ტალღა და მუხტი, გამოიყენოს პროცესების რადიკალიზაციისთვის.
ევროპაში ვერავინ გაგვცემს პასუხს, რა უფრო დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეს რუსული კანონი, თუ ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება თბილისის ქუჩებში.
ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა კეთილსინდისიერი, საქართველოს ევროპელი მოქალაქის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, დავიცვათ ქვეყანა, პირველ რიგში რუსული კანონისგან და დავიცვათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.