EU-ში არ ვცდილობთ NGO-ების კონტროლს, არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება – აუსტრევიჩიუსი
ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, არასწორია საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებები, რომ რუსული კანონი საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას ეფუძნება.
ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მის გარდა პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია და ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და რასა იუკნევიჩიანე მონაწილეობდნენ.
როგორც აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, ის, რომ პრესკონფერენციაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარები მონაწილეობენ, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტი ძლიერ მესიჯს უგზავნის საქართველოს.
„ევროკავშირში ჩვენ არ ვცდილობთ არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს იმ გზით, როგორც ამის გაკეთება „ქართულ ოცნებას“ სურს თავის ქვეყანაში. ეს არ არის ევროპული პრაქტიკა და ჩვენ არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება. მარტივად – ეს არ არის ევროპული გზა წინ წამწევი, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.