Jump to content
Planeta.Ge

გახარია - ეს ახლაგაზრდები, სტუდენტები, დღეს ევროპისთვის იბრძვიან და მე ვერ ვხედავ ძალას, რომელიც შეძლებს დაუპირისპირდეს მათ, განა იმიტომ, რომ ბევრნი არიან, განა იმიტომ, რომ კარგად ორგანიზებულები არიან - უბრალოდ მართლები არიან


"ჩვენი მომავალი არის ქრისტიანული ევროპა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ტალღა იყო, , მეოცე საუკუნის ბოლოს კი, ჩვენი თაობის, დღევანდელი ეპოქის მთავარი ამოცანაა - ეროვნული მოძრაობა საბოლოოდ დავასრულოთ იმით, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სხვანაირად ჩვენ ამ ეროვნულ მოძრაობას ვერ დავასრულებთ, იმიტომ რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, ჩვენი კულტურის, იდენტობის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი განსხვავებულობის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ევროპული სივრცის ფარგლებში და ეს ესმის ყველა ნორმალურ ქართველს, გარდა იმისა, ვინც კორუფციაზე, ფულზე და თავის თავზე ფიქრობს.  ეს ახლაგაზრდები, სტუდენტები, დღეს ევროპისთვის იბრძვიან და მე ვერ ვხედავ ძალას, რომელიც შეძლებს დაუპირისპირდეს მათ, განა იმიტომ, რომ ბევრნი არიან, განა იმიტომ, რომ კარგად ორგანიზებულები არიან, ისინი უბრალოდ მართლები არიან "

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...