გახარია - თქვენ უბრალოდ ვერ აუხსენით მოქალაქეებს, რატომ არ არის ეს კანონი რუსული, ამ კანონს უკვე ხალხურმა ხმამ დაარქვა რუსული. ახლა თქვენ გამოდით აბა და დაამტკიცეთ, რომ ეს კანონი არ არის რუსული
"ეს არ არის მეგობრებო XX საუკუნე, ეს XI საუკუნეა და იმას, როგორ დაიპყრობს რუსეთი საქართველოს - ტანკებით თუ ზეწოლით მთავრობაზე და ესეთი კანონების მიღებით უმნიშვნელოა. საბოლოო ჯამში ამ კანონის მიღება განსაზღვრავს ერთ რამეს… გარდა ამისა, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის, ხალხის კი არა, მთავრობის ცივილიზაციურ არჩევანს - სად უნდა იყვნენ ისინი თანამედროვე, დემოკრატიულ, ცივილიზებულ ევროპულ სახელმწიფოებთან თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მეგობრებო, თქვენ უბრალოდ ვერ აუხსენით მოქალაქეებს, რატომ არ არის ეს კანონი რუსული, ამ კანონს უკვე ხალხურმა ხმამ დაარქვა რუსული. ახლა თქვენ გამოდით აბა და დაამტკიცეთ, რომ ეს კანონი არ არის რუსული."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.