გახარია - საქართველოს პოლიტიკური კი არა ცივილიზაციური არჩევანია ქრისტიანული ევროპა... დღეს ისე ახლოს მივედით ევროკავშირის კართან, რომ არ ვყოფილვართ არასოდეს
"ჩემი ყოველდღიური შეხვედრები ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან აჩვენებს, რომ დღეს საქართველოსთვის ევროპის კარი არის ღია. ყველა ნორმალურმა ქართველებმა ვიცით ერთი რამ, რომ საქართველოს პოლიტიკური კი არა ცივილიზაციური არჩევანია ქრისტიანული ევროპა, ეს არ არის ჩვენი თაობის ან წინამორბედი თაობის, ეს არის მეთვრამეტე საუკუნიდან ჩამოყალიბებული ცივილიზაციური არჩევანი, რომ ქვეყნის გადარჩენის და სახელმწიფოებრივობის ჩამოყალიბების ერთადერთი სივრცე არის ქრისტიანული ევროპის სივრცე. ჩვენ ერთხელ გვქონდა გამოცდილება დამოუკიდებლობის, 1918-21 წლებში და მოგეხსენებათ, რომ მაშინ ორჯონიკიძეებმა და მახარაძეებმა შეძლეს ის, რომ საქართველოს ეს პერსპექტივა მოუკლეს. იმიტომ, რომ მაშინდელი პირველი რესლუბლიკაც აბსოლიტურად ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული რესპუბლიკა იყო. დღეს ეროვნული მოძრაობის ბოლო ფაზის შემდგომ, ჩვენ პირველად 30 წლის განამალობაში კი არა, საუკუნეების განამლობაში ისე ახლოს მივედით ევროკავშირის კართან, ევროპის კართან, რომ არ ვყოფილვართ არასოდეს."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.