გიორგი გახარია - ფაქტია "ოცნება" ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის იყენებს ნებისმიერ მეთოდს და ხერხს და უკვე მივიდნენ იქამდე, რომ ბავშვებსაც იყენებ პროპაგანდისთვის
"ფაქტია "ოცნება" ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის იყენებს ნებისმიერ მეთოდს და ხერხს და უკვე მივიდნენ იქამდე, რომ ბავშვებსაც იყენებ პროპაგანდისთვის. ყველა ნორმალურმა მოქალაქემ იცის, რომ ბავშვები დასაცავები არიან ნებისნიერი პროპაგანდისგან, მათ შორის პოლიტიკური პროპაგანდისგან, რომელსაც ახლა "ოცნება" ეწევა. რა თქნა უნდა ფაქტია, რომ "ოცნება" დღეს ამ ბავშვებს მათი პროპაგანდისგან დაცვის საბაბით იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომ არჩევნებზე ცოტა უფრო მეტი ხმა მოიპოვოს, ზუსტად ისე , როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტადაც იყენებს ეკლესიას , ისე როგოეც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს ჩვენს ისტორიას, პატრიოტიზმს, თითქოს პრივატიზება მოახდინეს - ეკლესიის, ბავშვების დაცვის , პატრიოტიზმის და ასე შემდეგ."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.