გიორგი გახარია - ევროპაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სამწუხაროდ ნათლად ხედავენ უკვე დღევანდელი "ოცნების" პოლიტიკურ თაღლითურ სახეს
ქართველი ხალხი არის ბევრად უფრო პროევროპელი, სწორი და ევროპული ფაასეულობების, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მთავრობა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა ბრიუსელსა და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე, სადაც ცოტა ხნის წინ ვიზიტით იმყოფებოდა.
"ბრიუსელის და ბერლინის შემდგომ უნდა ვყოფილიყავით პარიზში და სტოკჰოლმში, მაგრამ გადავდეთ ეს ვიზიტები, იმ მოვლენების გამო, რაც თბილისში მიმდინარეობს. ძლიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბრიუსელში, პრეზიდენტ მიშელის ოფისთან, ისევე როგორც ნატოს ოფისში, გერმანიაში ძალზედ საინტერესო და შედეგიანი იყო შეხვედრები კანცლერის ოფისში და ბუნდესტაგში, სადაც კარგად გვიცნობენ. შედეგიანი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ დავინახეთ და მკაფიოდ ავუხსენით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ ქართველი ხალხი არის ბევრად უფრო პროევროპელი, სწორი და ევროპული ფასეულობების, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მთავრობა. ეს იყო მთავარი და სიმართლე გითხრათ, იქაც ასეთი განწყობები დაგვხვდა. მთავარი, რაც შემიძლია გითხრათ ამ შეხვედრებიდან, ევროპაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სამწუხაროდ ნათლად ხედავენ უკვე დღევანდელი ოცნების პოლიტიკურ თაღლითურ სახეს და რაც მთავარია ამის გარდა, მკაფიოდ იციან,რომ მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობა არის სრულად პროევროპული, ჩვენ გვყავს, რაღაც გაურკვეველი პოსტსაბჭოთა ფასეულობების ეპოქაში ჩარჩენილი ხელისუფლება. ის რაც ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ხდება, მიუთითებს სწორედ ამ აცდენას. ეს აცდენა იწვევს იმ ტურბულენტობას, რომელიც ახალგაზრდების, სტუდენტების და მთელი საქართველოს მოქალაქეების პროტესტით გამოიხატება თბილისის ქუჩებში. ქართველ ხალხს უნდა ქრისტიანულ ევროპაში და ჩვენ ხელისუფლებას სამწუხაროდ ჯერ ბოლომდე ვერ გაურკვევიათ სად უნდათ.", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.