„ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის განხილვის პარალელურად კონტრაქცია დაგეგმა
„ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქციის ჩატარება დააანონსა.
ამის შესახებ საუბარია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ვრცელ პოსტში, სადაც „ოცნება” კვლავ ამტკიცებს, რომ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების რაოდენობა „მცირეა” და ისინი „რადიკალური ოპოზიციის” მიერ არიან შეცდომაში შეყვანილი.
„ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.
მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.