სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ.
მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ერევანი ბაქოს ოთხ სოფელს დაუბრუნებს, რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა.
საუბარია სოფლებზე - ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო ბოლო წლებში მიტოვებული იყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ.
მედიის ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში აღნიშნული მონაკვეთებიდან სამხედროები გაიყვანონ და იქ სასაზღვრო სამსახური განათავსონ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.