Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - "ოცნება" სტრატეგიულად დამარცხებულია და შეეცდება არჩევნები გააყალბოს


"ოცნება" სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

"ხელისუფლებას აქვს ილუზიური სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება შეინარჩუნოს" - თქვა გიოგი გახარიამ.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ "ოცნება" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლებას დაკარგავს.

ამასთანავე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ღიად განმარტავს, რომ ოლიგარქის გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ერთს, არჩევნების გაყალბების მცდელობას ემსახურება.

მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სტრატეგიულად "ოცნება" დამარცხებულია. სტრატეგიულად საქართველოში და ქვეყნის გარეთაც "ოცნება" დამარცხებულია. ახლა მიმდინარეობს ამ დამარცხების გააზრების ძალიან მტკივნეული პროცესი და ტაქტიკური შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ, მათ გარდა ქვეყანასაც აზიანებს.

რატომ არის "ოცნება" დამარცხებული? - დამარცხებულია მარტივი მიზეზის გამო, რადგან "ოცნებას" აქვს ილუზიური სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ამიტომ ის ყველანაირად ცდილობს, რომ არჩევნებამდე მიმავალი გზა და არჩევნების დაცვის ნებისმიერი ინსტრუმენტი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ და დააზიანოს.

ამ ნაბიჯების ასეთი ტემპით დაწყების მიზანი არის შესაძლებლობა, გაყალბებულ არჩევნებზე როგორმე ლეგიტიმაცია მიიღონ. კითხვის ნიშანი ის კი არ არის, რომ ეცდება გააყალბოს არჩევნები, ეს აბსოლუტურად ცხადია, რომ "ოცნება" ეცდება, გააყალბოს არჩევნები, მაგრამ "ოცნების" მთავარი მიზანი ის არის, რომ გაყალბებულ არჩევნებზე იქნებ რამენაირად ლეგიტიმაცია მიიღონ", - ამბობს გახარია.

ტვ პირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...