Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის საგარეო უწყება - ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს - რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე


ირაკლი კობახიძის მიერ ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს დამატებით ავნებს, რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაცია” არის საქართველოს რეალური საფრთხე.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომლითაც უწყება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით ეძებონ. მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ჩართულობა არის აუცილებელი პირობა ქვეყნის პროევროპული მომავლის ასაშენებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს.

“ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა”საქართველოს რეალური საფრთხე.

უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული გარემოთი, ყოველთვის მყარად უჭერდა მხარს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში, საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და სტაბილურ განვითარებას ისახავს მიზნად.

„უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. შესაბამისად, ეს კანონპროექტი არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა კობახიძემ პრესკონფერენციაზე 17 აპრილს.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...