Jump to content
Planeta.Ge

ვიოლა ფონ კრამონი: ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში უნდა დააბრუნოს


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ პლატფორმა X-ზე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს – სანქციების შემთხვევაში მან საკუთარი ფული საქართველოში უნდა დააბრუნოს.

„ახლა ამისთვის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს. ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ“, – წერს ევროპარლამენტარი X-ზე.

ამ შეფასებით მან გერმანელი ჟურნალისტის, სილვია სტოებერის პოსტი გადააზიარა, რომელშიც ჟურნალისტი წერს, რომ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის პარალელურად პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც გაამარტივებს იმ ოფშორული კომპანიების საქართველოში გადმოსვლას, რასაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...