Jump to content
Planeta.Ge

მოვუწოდებთ დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს - მასწავლებლების განცხადება რუსულ კანონზე


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ  რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებასა და ზიანს მოუტანს მის უმრავლესობას.

მასწავლებლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

„ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ”კანონპროექტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არაერთმა სკოლამ მიიღო უამრავი სიკეთე სხვადასხვა დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით. მასწავლებელმა აიმაღლეს კვალიფიკაცია, მოსწავლეებს კი მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. კანონის მიღება ამ შესაძლებლობებს უქმნის საფრთხეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

მასწავლებლები მოუწოდებენ კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია რათა არ დაუშვან აღნიშნული კანონპროექტის მიღება.

„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებასა და ზიანს მოუტანს მის უმრავლესობას. რაც მთავარია, ის შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასა და საფრთხეს შეუქმნის ნატო-ში გაწევრიანებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

მოვუწოდებთ საჯარო უწყებებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...