პრეზიდენტი რუსულ კანონს მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს.
მისი თქმით, მისი ვეტო იქნება ხალხის ხმა, რომელსაც აუცილებლად გაიგებენ.
„მე, რა თქმა უნდა, დავადებ ამ კანონს ვეტოს, ისე, როგორც სხვა კანონებს ვადებ ვეტოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი კანონი, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს.
ჩემს ვეტოს აუცილებლად დაძლევენ, რადგან პარლამენტში არის უმრავლესობა, რომელთა ხმებიც საკმარისია ჩემი ვეტოს დასაძლევად, თუმცა ჩემი ვეტო იქნება ხალხის ხმა და ამ ხმას გაიგებენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.