Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირი „ოცნებას“ I მოსმენით მიღებული „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებს


საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი

„მიუხედავად ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა მსგავსი კანონმდებლობის გაუქმების შესახებ და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.

ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა და ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. შემოთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობებს, შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უსამართლოდ სტიგმატიზაცია მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებიც სარგებელს აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს კანონმდებლობის მიღებისგან, რომელიც შეიძლება საქართველოს ევროკავშირის გზის კომპრომენტირება მოახდინოს — გზის, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა.

„ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...