სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს სცემეს
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს და „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურს სცემეს.
„ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. რუსული, ღორი რეჟიმის დაცვაში სპეზრაცმი იქცევა ველურივით. ჯერ მობილური დააბრუნეთ და დანარჩენს მოგხედავთ“, – წერს „ტაბულას“ რედაქტორი ლევან სუთიძე.
„აპრილის“ ჟურნალისტები იუწყებიან, რომ გიორგი ბასხაჯაურს სახეზე დაზიანებებიც აქვს.
თავად ბასხაჯაური ყვება, რომ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ“, – ამბობს ის „აპრილის“ ცნობით.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სცემეს.
ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს.
მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.