Jump to content
Planeta.Ge

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი


საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის.

„საფრანგეთშიც განვიხილავთ სხვადასხვა კანონს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი. რაც საფრანგეთში თუ მსოფლიოს სხვა ნაწილში ხდება, არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმის დასაცავად, რაც საქართველოს უნდა, რომ თავის მომავალზე გადაწყვიტოს“, – ამბობს ელჩი მედიასთან საუბრისას. [„რადიო თავისუფლების“ თარგმანი]

ელჩის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს, მაგრამ საფრანგეთი,  აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.

„საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს. როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში მივესალმებით. ეს კარგად მოგეხსენებათ. როგორც საქართველოს მეგობრები, – ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, – საქართველოს ვეუბნებით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. და [მიიღებს თუ არა] საქართველოს გადასაწყვეტია“, – განაცხადა ელჩმა. [„რადიო თავისუფლების“ თარგმანი]

ამასთან, შერაზ გასრიმ ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა სატელევიზიო დებატებში რუსულ კანონთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა, რომ კანონის განხილვა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის პრეროგატივაა.

„ჩვენზე არ არის დამოკიდებული კანონების განსჯა“, – განაცხადა შერაზ გასრიმ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...