საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართა. წლევანდელი ღონისძიებისთვის, იაპონური ბაღის მიმდებარედ, ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა.
 
‘’საკურას ყვავილობის დღეები’’ ტრადიციული იაპონური სახვითი ხელოვნების ‘’შოდოს’’ წარმოდგენითა და იაპონური ჩაის ცერემონიალით გაიხსნა, რომელსაც უძღვებოდა იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენელი.
 
გახსნაზე ჯგუფმა ''ჯეო ფოლკი'' ტრადიციული იაპონური სიმღერა შეასრულა.
 
დამთვალიერებელს დახვდა იაპონურ თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, იაპონური და ქართული ელემენტებით შესრულებული სამოსის ჩვენება, იაპონური ჩაი, ორიგამისა და სუშის მომზადების მასტერკლასი და ანიმე-მანგების გამოფენა.
 
ღონისძიების ფარგლებში მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილისა და სხვა თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენა გაიმართა.
 
ღონისძიება 14 აპრილს კინცუგის, დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერკლასით დასრულდა.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასიალაია, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი და მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით ბოტანიკურ ბაღში ‘’საკურას ყვავილობის დღეები’’ მეოთხედ გაიმართა.

May be an image of 5 people

May be an image of flower and stone-fruit tree

May be an image of 4 people

May be an image of 4 people

May be an illustration of 2 people and text

May be an image of 3 people, crowd and text

May be an image of 5 people and Fushimi Inari Taisha
May be an image of 4 people, flower and stone-fruit tree
May be an image of 1 person and text
May be an image of 3 people and Fushimi Inari Taisha
May be an image of 6 people, crowd and text
No photo description available.
May be an image of 4 people
May be an image of 3 people and sushi
May be an image of 7 people and crowd
May be an image of 6 people, wedding, Fushimi Inari Taisha and text
May be an image of 2 people and crowd
May be an image of tea maker and text