Jump to content
Planeta.Ge

კალაძე: ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს


„ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს”, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე. კერძოდ, ის საუბრობს ელჩებსა და დიპლომატებზე.

„გადმოცემით ახლა რასაც ამბობენ, იგივე ხდება დღეს ერთი-ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში – მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს. სად გაგონილა, თქვენ გინახიათ საერთოდ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, ელჩი გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გაგიგიათ ეგეთი რამე? სრული საგიჟეთია უბრალოდ […] ევროკავშირი მე მინდა ისეთი, სადაც არის სამართლიანობა”, – განაცხადა კალაძემ.

დღეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა, უცნობია.

მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...