Jump to content
Planeta.Ge

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს


ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს.

„შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344;

+972 54-7386813; მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...