გერმანიის თავდაცვის სამინისტრო - გერმანია უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას სასწრაფოდ გადასცემს
გერმანია სასწრაფოდ გადასცემს უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო "ტვიტერის" პირად გვერდზე ავრცელებს.
„გერმანიას სასწრაფოდ მიაწვდის უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს რუსული ავიაციის თავდასხმების მოსაგერიებლად. მას საჰაერო თავდაცვის იმ სისტემებთან დამატებით მივაწვდით, რომელიც [უკრაინას] უკვე გადაეცა და რომელთა გადაცემაც იგეგმება", - წერს გერმანიის თავდაცვის სამინისტრო.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აღნიშნავს, რომ კიევი ბერლინისგან ასევე მიიღებს რაკეტებს უკვე არსებული სისტემებისთვის.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.