პრეზიდენტი - ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითავისოს, იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია
ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები. არაფერს ჩაგვიკეტავენ, როგორც ქვეყანას. ამათ შეიძლება ჩაუკეტონ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაუკეტავენ არჩევნებამდე! ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია, -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში განაცხადა.
მანამდე კი, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების ერთიანობის კონტექსტში ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების დადებით რეაქციებზე.
„გავიმარჯვეთ ამ კვალიფიკაციაში და რაღაცნაირად სიმბოლურად ერთი ნაბიჯით გადავდივართ ევროპაში, ასევე ხალხის ზეიმი, ხალხი და პოლიციელები სწორედ, მე ვნახე ჩემი თვალით, როდესაც იქ გავიარეთ და რა მოდის ამის მერე? არ გვაცალეს ეს გახარება, ეს ბედნიერება, ეს ერთიანობა. ვის აწუხებს?რომელი ლოგიკა მუშაობს. ხელისუფლებას რომ ჰქონდეს არჩევნების ლოგიკა, არც იმ კანონის დაბრუნება სჭირდებოდა, არც ქალების კვოტების ამოღება, როდესაც ეს ერთ-ერთ შესრულებულ პუნქტად ითვლება, მერე უკან რატომ იღებ? არც ცესკოს [თავმჯდომარის] შეცვლა იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ცესკოს თავმჯდომარე და ეს წესები უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია ანუ ძალიან ბევრ რამეს არ გააკეთებდა, რომ უნდოდეს არჩევებისთვის მომზადება და მისთვის გამოყენება ამ სიხარულის, გამარჯვებების. არ უნდა და ვის არ უნდა? ამათ რომ უნდა არჩევნებში გამარჯვება პირადად, დარწმუნებული ვარ. ვის უნდა დაიქსაქსოს საქართველოს საზოგადოება? რუსეთს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან უპასუხა კითხვას, ახლა ასრულებს თუ არა "ქართული ოცნება" კრემლის, რუსეთის დავალებას.
„ვის უნდა ჩვენი დასუსტება? ვის უნდა ჩვენი და უკრაინის დაჯახება? მაინც და მაინც, ვის არ უნდა, რომ საქართველო, რომელსაც დღეს უკვე სომხეთი მოჰყვება, აჩქარებული ტემპით შევიდეს [ევროკავშირში] და ამ აჩქარებულ ტემპზე არავინ ოცნებობდა. გამოვიდა ევროკავშირის ელჩი გუშინ წინ და გვეუბნება, კარი ღია არის, შემოაბიჯეთო, ცოტა ხნის წინა გერმანიის ელჩი გვეუბნება, რომ წლის ბოლოსთვის ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ ეს მოლაპარაკებები გაიხსნას. მე არ დამესიზმრებოდა, როდესაც პრეზიდენტი გავხდი და მეკითხებოდნენ, რა არის თქვენი ოცნებაო, მე ვამბობდი, ჩემი ოცნებაა, ქვეყანა ევროკავშირში და ნატო-ში შევიყვანო, მაგრამ რეალურად, ჩემი ოცნება იყო, რომ რაღაც გადადგმული ნაბიჯები [ყოფილიყო]“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.
„ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები. როგორც ქვეყანას არაფერს ჩაგვიკეტავენ, ამათ შეიძლება ჩაუკეტონ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაუკეტავენ არჩევნებამდე! ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია. მერე მე დამაბრალებენ, თქვენ დაგაბრალებენ, ყველას დააბრალებენ, გარდა თავიანთი თავისა, მაგრამ ეს არის საკმაოდ ადვილი. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში ამდენი რუსია შემოსული, რომელიც არანაირად არ კონტროლდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და იქვე განმარტა, არ ფიქრობს იმას, რომ ყველა რუსი, რომელიც საქართველოშია შემოსული, ქვეყნის მტრები ან აგენტები არიან, თუმცა, მისივე თქმით, „რაღაცნაირად ცოტა უნდა გაკონტროლდეს“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.