კახაბერ ქემოკლიძე - თუ გერმანია შენ მხარეს არ არის, ეს იმას ნიშვანს, რომ უბრალოდ შენ მომავალი ევრიკავშირში არ გაქვს და ჩემი აზრით ბატონმა შოლცმა მიანიშნა იმაზე, რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული საქართველოს ევროპული პერსპექტივა ჩაიკეტება
ფაქტიურად ევროკავშირში 2 ძირითადი ძრავი ქვეყანაა- გერმანია და საფრანგეთი. გერმანია არის ის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ევროკავშირში. მის გარეშე ვერ იქნება, გაწევრიანების პერსპექტივა, ვერც წევრობის პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი, ვერც ვიზალიბერალიზაციის მიცემა ან ჩამორთმევა. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ინსტრუმენტებიც არსებობს ევროკავშირში. ამიტომ თუ გერმანია შენ მხარეს არ არის, ეს იმას ნიშვანს, რომ უბრალოდ შენ მომავალი ევრიკავშირში არ გაქვს და ჩემი აზრით ბატონმა შოლცმა მიანიშნა იმაზე, რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული საქართველოს ევროპული პერსპექტივა ჩაიკეტება.
“ოცნების” ამომრჩეველში არსებობს საკამოდ დიდი ელექტორალური მარჟა, რომელიც შეიძლება 41 ნომერს კი ხაზავს, მაგრამ ძალიან მკაფიო წარმოდგენა აქვთ გონებაში- მათ რუსეთი არ უნდათ და არ სურთ საბჭოთა კავშირში დაბრუნება.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.