Jump to content
Planeta.Ge

ევროკომისიის პრესსპიკერი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე - მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი


„ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია, გასული წლის მარტში, იძულებული გახდა გაეწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, ახლა, წინადადებების „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ კვლავ აღადგინა ისინი, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს“.

გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

„შარშან გააფრთხილეს რა, რომ საქართველოს მთავრობის წინადადებები „შეუსაბამო იყო ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“, ოფიციალურ პირებს ახლა ყველა მიზეზი აქვთ, რომ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქვან“, - აღნიშნულია სტატიაში.

POLITICO ციტირებს ევროკომისიის პრესსპიკერის სიტყვებს, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

„საქართველოში მმართველი პარტიის განცხადება კანონპროექტის ხელახლა შეტანის შესახებ სერიოზულად შემაშფოთებელი მოვლენაა და მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო ვალდებულებების შესაბამისად. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა“.

მისი თქმით, კომისია გაფართოების მომავალ ანგარიშში, რომლის წარდგენაც შემოდგომაზე იგეგმება, შეაფასებს წარდგენილი კანონპროექტის გავლენას და საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...