„EU-ში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციის ღალატია" - 26 NGO
26 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
საუბარია გუშინ, 11 აპრილს, „ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ ფრაზაზე, სადაც კალაძე ამბობს, რომ „არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. ცნობისთვის, კალაძემ მსგავსი განცხადება დღესაც გაიმეორა.
„ქართული ოცნება” მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტიდასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება” ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს.
ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია განმტკიცებული. ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, ყველა ზომა მიიღოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად.
რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
- დემოკრატიის მცველები;
- ევროპის ფონდი;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
- პლატფორმა სალამ;
- რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG);
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- სამოქალაქო იდეა;
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;
- სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC);
- სასამართლოს გუშაგი;
- საფარი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- საქართველოს მომავლის აკადემია;
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
- ქალთა ფონდი საქართველოში;
- ყვარლის ევროკლუბი;
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
- იორმუღანლოს სათემო ცენტრი;
- თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN);
- წერტილი;
-
Tbilisi Pride.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.