Jump to content
Planeta.Ge

არა რუსულ კანონს! – მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე


“რა თქმა უნდა, არა! რუსულ კანონს არა! რუსეთისკენ არა!” – ამბობს ნეტგაზეთთან მთამსვლელი და სამთო გიდი ბიძინა გუჯაბიძე, როდესაც მას რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიცია ვკითხეთ.

“ამ წუთში რუსთან ურთიერთობაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი მყავს, მათთანაც კი არ შემიძლია ახლა კონტაქტი.

ასე [მსგავსი კანონპროექტით] დაიწყო რუსეთშიც და რა დღეშია ახლა რუსეთი, იცის ყველამ. იმედია, რომ იცის. ყოველ შემთხვევაში, ვისაც უნდა გაგება, მან იცის.

ეს [რუსული კანონი] არის იარაღი, რომელსაც ჩვენი მთავრობა ისე მოიხმარს, როგორც უნდა. მთავრობა, რომელიც არის მატყუარა, არასანდო. მაგათგან გამოსული კარგი საქმე მე ჯერ, მართალი გითხრათ, არც მინახავს, თორემ ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი, რაღაც კარგს რომ ვხედავდე”, – ამბობს ბიძინა გუჯაბიძე.


  • ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი კვლავ დააბრუნა.
  • კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
  • კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
  • ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.
  • რუსული კანონის ისევ დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

ამავე თემაზე:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...