Jump to content
Planeta.Ge

გასაკვირია, რატომ მოითხოვს ხელისუფლება ასე დაჟინებით მის დამტკიცებას — ნინო სუხიშვილი რუსულ კანონზე


ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორი ნინო სუხიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს რუსული კანონის ხელახლა შემობრუნების გამო, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

„ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რატომ მოითხოვს ეს ხელისუფლება ასე დაჟინებით ამ პროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი. გასაკვრიია, რომ წელს კიდევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატანის იდეა, არაფერი არ არის შეცვლილი ერთ სიტყვის გარდა — „აგენტია“ ამოღებული და პრინციპში, იგივეა.

ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის ქვეშ მოექცევიან, არ მიმაჩნია, რომ არიან უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებლები. პირიქით, ისინი იცავენ საქართველოს დემოკრატიულ გზას. ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს ჩვენს ქვეყანაზე აზრს შეუცვლის,“ — თქვა ნინო სუხიშვილმა 9 აპრილს ტვ პირველის ეთერში.


რა ხდებამმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

 

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...