Jump to content
Planeta.Ge

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის საკანონმდებლო ინიციატივები უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას „ოცნების“ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს


"დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის, ბუროზე წარვადგენთ დამატებით კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს, კერძოდ „ცვლილებებს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“.

არანაირი გამჭვირვალობა დღეს რეალურ მიზეზს რუსული კანონის ინიცირებისთვის არ წარმოადგენს, ყველანაირი ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას და აქვეყნებენ თავად ორგანიზაციები. ამასთან ჩვენი ცვლილებები, უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას, ვიმეორებ, საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს.

 

დღეს, როდესაც ოცნება გვატყუებს  და გამჭვირვალობის არგუმენტით აინიცირებს  რუსულ კანონს, ჩვენი ცვლილებები მათ სრულად აცლის მსგავსი მანიპულირების სივრცეს და ამ ცრუ არგუმენტს.

 

ვენ მოვუწოდებთ ოცნების ყველა იმ წევრს, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ერთმანეთისგან საქართველოს ისტორიული მტრების და მეგობრების გარჩევა, მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციტივებს, ორივე კანონპროექტს, რომლებიც ამ ქვეყანას ოკუპანტის გავლენებისგანაც დაიცავს და საჭიროზე მეტ გამჭვირვალობის სტანდარტს ამკვიდრებს ყველასთვის.

 

Წინაამდეგ შემთხვევაი, ივანიშვილი და „ოცნება“ უპირობოდ დაადასტურებენ იმას, რომ მათი მიზანი მეგობრების მტრებად გამოცხადება და ქართულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილს მხოლოდ ასე წარმოუდგენია მომავალ არჩვენებში გადარჩენა.

 

Მოვუწოდებთ მთელს საზოგაოებას, მხარი დაუჭირონ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საკანონმდებლო ცვლილება, შექმნის საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას, ყოველგვარი იარლიყების გარეშე. "

პარტია "გახარია საქარტველოსთვის"

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...