Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა განაცხადა.

„ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონის განხილვა კვლავ ხდება“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა.

„ქვეყანა ევროკავშირის რეფორმების გზაზე დგას და იცის, რომ პრესის თავისუფლება და დემოკრატია კავშირის ფუნდამენტური კომპონენტებია“, - აღნიშნა კრისტიანე ჰოფმანმა.

გერმანიის ფედერალური მთავრობის სპიკერის მოადგილის, კრისტიანე ჰოფმანის ცნობით, 12 აპრილს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს უმასპინძლებს და მხარეები ორმხრივი ურთიერთობების, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...