"გახარია საქართველოსთვის" - შეხვედრა მოქალაქეებთან, ქუთაისი (ფოტოები)
ქუთაისში გაიმართა შეხვედრა მოქალაქეებთან.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტატა ხვედელიანმა დაინტერესებულ მოქალაქეებს წარუდგინეს პარტიის პროგრამული ხედვა „სამართლიანი წესრიგი საქართველოსთვის“ და გააცნეს ქალთა ორგანიზაციის მიღწევები და სამომავლო გეგმები. მოქალაქეებს პარტიის წარმომადგენლებმა გააცნეს ხედვა კორუფციის (მათ შორის ელიტური/პოლიტიკური კორუფციის) წინააღმდეგ ბრძოლაზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, არჩევნების, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.
ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.