Jump to content
Planeta.Ge

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ალტერნატიულ კანონპროექტზე - პროექტის არსი არის ის, რომ მარტო რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული, ჩვენდა დაუკითხავთ


„არსი, აზრი ამ კანონპროექტის არის, რომ მარტო რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული, ჩვენდა დაუკითხავთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „გახარია - საქართველოსთვისა“ და დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიერ ინფიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც ალტერნატიული კანონპროექტი დააინიცირეს, სახელმწიფოებრივი შეგრძნებისგან შორს არიან. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთიდანაც და ევროპიდან შემოსული თანხა საჯარო უნდა იყოს.

„ეს დაინფიცირებულია როგორც ალტერნატიული კანონპროექტი, „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან ერთად. ჩვენ ვამბობთ, რომ გამჭვირვალე იყოს რუსეთიდან შემოსული ფულიც და სხვა, ყველა ფული. წარმოგიდგენიათ, რამდენად დაცლილნი არიან სახელმწიფოებრივი შეგრძნებებისგან, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ -„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რუსეთიდან შემოსული ფული, განსაკუთრებით თუ ეს პოლიტიკაში იხარჯება, იყოს გამჭვირვალე, ვიცოდეთ, საიდან შემოვიდა, ვისზე იხარჯება და რა საქმე ფინანსდება, მაგრამ არ გამაგონოთ ევროპიდან ან ამერიკიდან რა ფული შემოვა“. ფაქტობრივად იხვეწებიან, რომ „დაგვიმალეთ, არაფრით არ უთხრათ ჩვენს საზოგადოებას, რაში ხარჯავთ ფულს. გთხოვთ, ჩუმად დახარჯოთ თქვენივე ფული თქვენივე გემოვნებით,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ალტერნატიული კანონპროექტი - „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ დააინიცირეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...