Jump to content
Planeta.Ge

“1კგ ბრინჯს 397-526%-იანი ფასნამატით ვყიდულობთ, წიწიბურას - 250-786%-ით ძვირად...“ - რამდენპროცენტიანი ფასნამატით იყიდება საქართველოში პირველადი მოხმარების 9 ძირითადი პროდუქტი


ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენპროცენტიანი ფასნამატით იყიდება საქართველოში კანონით განსაზღვრული პირველადი მოხმარების 9 ძირითადი პროდუქტი: მზესუმზირის ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონის ნაწარმი, ფქვილი, ლობიო, შაქარი, ხორბალი და რძის ფხვნილი.

  • იმპორტირებული ზეთი ქსელურ მარკეტებში მინიმუმ 31-124%-იანი ფასნამატით იყიდება.
  • მარკეტებში 1კგ ბრინჯს 397-526%-იანი ფასნამატით ვყიდულობთ.
  • 1 კგ წიწიბურა მარკეტებში საშუალოდ 250-786%-ით ძვირი ღირს.
  • მონაცემების თანახმად, საუკეთესო შემთხვევაში, 1 კგ იმპორტირებული მაკარონის ნაწარმი მარკეტებში 18.6%-ით იაფად იყიდება, ხოლო უარეს შემთხვევაში, მაქსიმუმ 195%-იანი ფასნამატით.
  • 1 კგ ფქვილის ფასი კი 2,25 ლარიდან 4,78 ლარამდე მერყეობს. მარკეტებში ფქვილს 236-613%-იანი ფასნამატი აქვს.
  • 1კგ იმპორტირებული შაქარი 4-ლარიდან 5 ლარამდე ღირს ადგილობრივ მარკეტებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მარკეტებში პროდუქცია 84-130%-იანი ფასნამატით იყიდება.
  • მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ხორბალი 422-818%-ის ფასნამატით იყიდება.
  • იმპორტირებული რძის ფხვნილი 372-486%-ით ძვირად იყიდება.

    პალიტრანიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...