Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე - უღირსიც აღარ ჰქვია, სიტყვას ვერ ვპოულობ, რომლითაც მისი საქციელი აღვწეროთ


საბოლოო ჯამში, კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში, პრინციპში, ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ბექა ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე - უღირსიც აღარ ჰქვია, სიტყვას ვერ ვპოულობ, რომლითაც შეიძლება ბექა ოდიშარიას საქციელი აღვწეროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა, დღეს კი “ოცნების" სახეა.

ბექა ოდიშარია არის ის ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის დროს, 2012 წელს, აფინანსებდა „ნაცმოძრაობას“ და დღეს არის „ოცნების“ სახე. ეს არის ის ადამიანი, რომელიც 2012-ში „ოცნების" წინააღმდეგ იბრძოდა და დღეს არის „ოცნების“ სახე. უღირსიც აღარ ჰქვია, ვერ ვპოულობ სიტყვას, რომლითაც შეიძლება აღვწეროთ მისი საქციელი“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...