პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პრემიერის ხელმოწერით, შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“,- ნათქვამია ბრძანებაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.