მიხაილ როთი - „ქართულ ოცნებას“ არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო - „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას
„აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებას.
“მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო. „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან”, - წერს როთი.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში გუშინ ხელახლა დააინიცირეს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.