ბექა ლილუაშვილი - ჩვენთვის ტოლობის ნიშნის დასმა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის დაუშვებელია, ამიტომ როგორც წინა ჯერზე, ჩვენ წარვადგენთ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ
მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, ტყუილებში ჩაკარგულ „ოცნებას“ კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს.
დღეს, ძალიან კარგად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს გააღრმავოს პოლარიზაცია.
დღეს, როცა ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“ მანიპულირებს, თითქოს იმით, რომ ის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას იცავს. ჩვენ შევახსენებთ მათ, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია, და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, NGO-საც, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას!:
ჩვენ გამჭვირვალობასთან არავითარი დისკომფორტი არ გვაქვს !!!
თუ ვინმეს აქვს გამჭვირვალობის პრობლემა და დისკომფორტს უქმნის ანგარიშვალდებულება, ეს ხართ თქვენ და თქვენი ხელისუფლება:
სად არის მთავრობის დამალული განკარგულებები, სად არის ქოლცენტრებზე და დასანქცირებულ მოსამართლეებზე საგამოძიებო კომისია, სად არის დეკლარაციებში ნათესავების წრის გაფართოება და სხვ?!
მაგრამ, საქმე ისაა, რომ სახელდებით აგენტის იარლიყის მიწერა გისურთ და თავის გადარჩენის გამო აკეთებთ ამას. ყველა ინსტიტუტი თქვენს ხელშია და, შინაარსობრივად, ისედაც ყველა ინფორმაციას ფლობთ და თუ ვინმე კანონს არღვევს, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს - იმოქმედეთ, გამოავლინეთ და დასაჯეთ!
როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე საუბრობდე და, არათუ ათანაბრებდე ოკუპანტს და სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ ოკუპანტ სახელმწიფოზე მეტად ერჩოდე და ემუქრებოდე სტრატეგიულ პარტნიორს?!
შემდეგ, გამოხვალთ და ტყუილს დაარქმევთ იმას, რადაც ეს კანონი საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად შეაფასა რუსულ კანონად!
ამიტომ, “არა, არ არის რუსულის“ თქმის ნაცვლად, ადექით და დაარწმუნეთ, აბა, ეს ადამიანები - რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული?!
ჩვენთვის ტოლობის ნიშნის დასმა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის დაუშვებელია, ამიტომ როგორც წინა ჯერზე, ჩვენ წარვადგენთ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ."
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1132272328187265/
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.