Jump to content
Planeta.Ge

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება


13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება.

აღნიშნულ ღონისძიებაზე გელოდებათ იაპონური ტრადიციული სამოსის ჩვენება, ორიგამის, შოდოს - იაპუნური კალიგრაფიის, კინცუგის - დამსხვრეული ჭურჭლის ოქროს მავთულხლართით შეკეთების მასტერკლასი და სხვა თემატური აქტივობები.


 
ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, რომელიც იაპონური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.
 
დამთვალიერებელი იაპონური კულტურის თემატიკაზე რუსუდან ფეტვიაშვილის შთამბეჭდავ ნამუშევრებს იხილავს.
 
ასევე, საგამოფენო სივრცეში მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიის ახალგაზრდა მხატვრების თემატური გამოფენაც გაიმართება.
 
ადგილზე შეგეძლებათ შეიძინოთ სუში, იაპონური ჩაი და სხვა გემრიელობები. 
 
ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და იაპონიის საელჩო საქართველოში.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...