Jump to content
Planeta.Ge

2023 წელს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით 5604 მოსწავლემ სკოლა დატოვა - ომბუდსმენი


სახალხო დამცველის 2023 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების სტატისტიკა.

ომბუდსმენი ეყრდნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2023 წელს სტატუსი შეუჩერდა 10430 მოსწავლეს. აქედან 1598 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, ყველაზე მაღალია თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.

როგორც ანგარიშში მონატილი სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, მოსწავლის სტსტუსის შეჩერებისა თუ შეწყვეტის საფუძველი უმეტეს შემთხვევაში საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრებაა – 5604 მოსწავლეე.

publika.ge--.png

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წელს დამატებით, სკოლებიდან ამოირიცხა 2944 მოსწავლე, აქედან 233 მოსწავლე დონის დაძლევის საფუძვლით;

სკოლებიდან ამორიცხულ ბავშვებს შორის, ჯამში უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო – 165. გარდა ამისა, მოწოდებული ინფორმაციით, 27 მოსწავლე გარიცხეს სკოლიდან, რომელთაგან 14 იყო გოგო, ხოლო 13 ბიჭი.

publika.ge---2.png

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად, სწავლის შეჩერების/მიტოვების რეალური საფუძვლების გამოკვეთისა და აღრიცხვისა, სტატისტიკა კვლავ მნიშვნელოვან დაზუსტებას საჭიროებს.

კერძოდ, ომბუსდმენის აპარატის შეფასებით, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების ისეთი საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“, „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“ ან „სხვა“, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორების თუ დროებით ჩამოშორების მიზეზების თაობაზე რეალურ ინფორმაციას არ იძლევა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...