ბექა ლილუაშვილი - დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება
დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის “საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან კარგად ჩანს, რომ „ოცნების“ მთავარი მოტივი და მიზანი, ქვეყნის განვითარება კი არა, პოლიტიკური თვითგადარჩენაა.
„დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება. სამწუხაროდ, ხშირად ეს ხდება ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევების, პროგრესის ფასადაც კი.
ძალიან კარგად ჩანს, რომ „ოცნების“ მთავარი მოტივი და მიზანი, ქვეყნის განვითარება კი არა, პოლიტიკური თვითგადარჩენაა. პარტია, რომელიც ამბობს, რომ აქვს 60%-იანი მხარდაჭერა, ჯერ მისი წინამორბედის მსგავსად, საკუთარ საარჩევნო ისტერიულ შიშებზე არგებს კანონებს და იქვემდებარებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შემდეგ კი უპრინციპო პოლიტიკური გარიგებებით აპირებს დანიშნოს სრულად კონტროლირებადი ადამიანები ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელებად.
მე მაინტერესებს, დღეს რა შეფასებებით მოძრაობენ ის ადამიანები, რომელთა მხრიდანაც, გენდერული კვოტების მნიშვნელობა, ამ მიღწევის დაცვაზე არაერთი გამოსვლა - ჩემი ყურით მომისმენია აი ამ დარბაზიდან, აი ამ ტრიბუნიდან?
თავს ნუ იტყუებთ რაღაც გამოგონილი, ვითომ პოლიტიკური კომპრომისებით თქვენს ვითომ ოპონენტებთან. თქვენს ამ ფარულ გარიგებებს ვერ შეფუთავთ! როგორც ვერ შეფუთეთ „ნაც მოძრაობასთან“ გარიგება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, როგორც ალაგებდით ახალ გარიგებას, მაგრამ წყალში ჩაგიყარეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დროს. ახლა, გგონიათ რომ ამ ახალი შეფუთვით ამომრჩეველს რამეს მოატყუებთ? ვერ მოატყუებთ!
დიდი ხანია უკვე საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს რეალურად სად გადის კოლექტიური „ქართული ოცნების“ კონტურები, ამიტომ ეს თამაშობანა ვერ გიშველით.
ვერც ის გიშველით, რომ ვითომ 60%-იანი პარტია. გამოდიხართ და მუნიციპალიტეტებში არსებულ 40% - იან ბარიერს აუქმებთ, იმიტომ რომ დღევანდელი კვლევებით 30%-ის გადალახვის პრობლემა გაფრთხობთ. ვერც რაღაც ახალი ველოსიპედების ე.წ. დელეგატების სისტემის და ადგილობრივი ფეოდალებისთვის საპარლამენტო მანდატების მიყიდვის შესაძლებლობების შექმნა გიშველით.
თქვენ რომ გგონიათ, რომ ხელში ტუზი გიჭირავთ და რომ ბოლო-ბოლო ჩვენი მოქალაქეებისთვის არჩევნების მოპარვით, ძალადობით დაშინებით თუ მოსყიდვით გახვალთ სამშვიდობოს ეგ ტუზიც ხელში შეგრჩებათ. არ გჯერათ? აგერ „ნაცმოძრაობას“ ჰკითხეთ 2012 წელს როგორ იყო, გაგიზიარებენ.
გუშინ, რომ ღარიბაშვილმა ჩვენს ემიგრანტებს მოუწოდა, ჩამოდით და აქ მიეცით ხმაო, ასეთი უპატივცემულობა რომ გამოავლინა, თითქოს მისსავით ამ ხალხს ჩარტერი ელოდებოდეს აეროპორტში - მარტო ღარიბაშვილს კი არა, ბუმერანგივით თქვენც დაგიბრუნდებათ ამ ემიგრანტებისგან და მათი ოჯახის წევრებისგან მომავალ არჩევნებზე. სულ რომ ერთ უბანიც არ გახსნათ საზღვარგარეთ - ესეც არ გიშველით.
ამიტომ. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვით, შეეშვით პოლიტიკურ თაღლითობას და არჩევნების მოპარვის პერსპექტივით ტკბობას.
დაიტევოთ იმის მინიმალური შესაძლებლობა მაინც, რომ ადამიანებს, ამომრჩევლებს შერჩეთ ელემენტარული პატივისცემა და დაგიფასოთ ის ბევრი კარგი საქმე, რომელიც თქვენ, ჩვენ ერთად გვიკეთებია“,- აღნიშნა ლილუაშვილმა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.