საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა ან დაზიანება არ გამოუწვევია. როგორც უწყებაში განმარტავენ, რაიმე სახის შეტყობინება არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.