Jump to content
Planeta.Ge

ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი დაიღუპა - დაწყებულია გამოძიება


ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ ორსული გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.

როგორც მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალის ოჯახის წევრი ჰყვება, ორსულს საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში ჩაუტარდა და მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის კლინიკა BAU-ში გადაიყვანეს.

„ჯანმრთელი ქალი მივიყვანე და მკვდარი გამომატანეს. კლინიკა BMS-ში პასუხი ვერ მითხრეს, თუ რა გააკეთეს ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით. გაუკეთდა ოპერაცია. უყურადღებობა, პირველ რიგში, შემდეგ დაიწყო სისხლდენა და ვერ შეუჩერეს…..

უნდა დაისაჯონ. პასუხები მჭირდება, თუ რა მოხდა,”- უთხრა დაღუპული ქალის მეუღლემ „მთავარ არხს.“

როგორც კლინიკა „ბაოს“ რეანიმაციული განყოფილების უფროსმა გოჩა აბაშიძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, ქალი კლინიკაში სხვა კლინიკიდან „უკიდურესად მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს“ და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...