Jump to content
Planeta.Ge

გახარია - გაიხსენეთ, რეები აქვთ ჩემთვის ნაწოდები


"ნუ გვეტენებით" - გახარია კოლეგა ოპოზიციონერების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „გაიხსენეთ, რეები აქვთ ჩემთვის ნაწოდები, ან დაბრალებული ან უსაფუძვლოდ რაღაც საშინელებები ნალაპარაკები“. გახარიას თქმით, ხელოვნურად შექმნილი ერთობების არ სჯერა.

გახარია ეხმაურება გვარამიას განცხადებას, რომლმაც არჩევნების შემდეგ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან ერთად კოალიცია არ გამორიცხა.

ძალიან მარტივია ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელმაც პოლიტიკაში რატომღაც ჩემთან ურთიერთობა დაიწყო, რომ კითხვები მაქვს და იმაზე უპასუხოს, წარსულზე კი არა, მომავალზე უპასუხოს. მე რომ მეუბნებით, რომ ხისტი ვარ, რაღაც მომენტებში შეიძლება ემოციური ვარ, გაიხსენეთ, რეები აქვთ ჩემთვის ნაწოდები, ან დაბრალებული ან უსაფუძვლოდ რაღაც საშინელებები ნალაპარაკები. იმდენ რამეს ვარ მიჩვეული, რომ ვიცი ერთი რამ, მთავარია, რომ ვიყო გულწრფელი და მართალი და ემოციებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი მაპატიებს. 
ამის უკან, რომ იყოს რაიმე პოლიტიკური შინაარსის მდგენელი, ამაზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ როდესაც არ არსებობს თემა და ჭორაობით გვინდა, რომ თემები შევქმნათ, არ ვიღებ ასეთ ხელოვნურ პროცესებში მონაწილეობას. მე მჯერა ფასეულობებზე დაყრდნობილი ერთიანობების, არ მჯერა, ხელოვნურად შექმნილი, ვიღაცის დასამარცხებლად, ვიღაცაზე გასამაჯვებლად, არ მჯერა,“ - ამბობს გახარია. 


tvpirveli.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...