Jump to content
Planeta.Ge

გახარია: ჩვენი მოქალაქეების და პარტნიორების აღქმაში სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სადაც არის გავლენის ჯგუფები


„საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების აღქმაში სასამართლოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სასამართლო სისტემაში არის გავლენის ჯგუფები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს.

როგორც გახარია ამბობს, ოცნებას არ სურს რეფორმის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებდა ცვლილებებს. გახარიას თქმით, დღევანდელი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაა გავლენიანი ჯგუფების არსებობა და საჭიროა, რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. გახარიას შეფასებით, „ქართული ოცნება ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობს.“

რასაც "ქართული ოცნება" ახლა აკეთებს ვეტინგთან დაკავშირებით, ჩვენს სუვერენიტეტს აყენებს რისკის ქვეშ. სინამდვილეში, კეთილსინდისიერების შემოწმება შეიძლება მოხდეს როგორც უცხოელების ჩართვით, ასევე არ ჩართვით. კეთილსინდისიერების შემოწმებამდე ჩვენ რომ საკონსტიტუციო რეფორმები გავატაროთ და მაგალითად,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს პრობლემები მოვაგვაროთ, მერწმუნეთ, რომ ჩვენს სასამართლო სისტემას თვით გაჯანსაღების რესურსი საკმაოდ დიდი აქვს, იმიტომ, რომ იქ ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანია,“ - ამბობს გახარია.

tvpirveli.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...